ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა მთავარი მოსამართლე სცემა

14625290_653209394839251_278364551_nჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ მაგომედ დაუდოვმა რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავჯმდომარე ტახირ მურდალოვი სცემა…
,,რადიო თავისუფლების,, კავკასიური ბიუროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაუდოვმა, 10 ავტომობილით და 40-მდე მცველით, ალყა შემოარტყა უზენაესი სასამართლოს შენობას… შეიჭრა შიგნით და სასტიკად ცემა მურდალოვი, რომელიც მის მოთხოვნას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საბაბით საკუთარი ნებით გადამდგარიყო…
მას შემდეგ რაც დაუდოვმა სასტიკად ნაცემი მოსამართლე შენობაში დატოვა… მოსამართლემ სასწრაფო დახმარება გამოიძახა და რამდენიმე სამედიცინო ექსპერტიც გამოიძახა… თუმცა ვერც ერთმა ექიმმა ვერ გაბედა მოსამართლისთვის ცნობის მიცემა, რის გამოც მოსამართლე მურტალოვი იცულებული გახდა ,,ფე-ეს-ბეს,, სამმართველოს ოფიცრისთვის მიემართა. აღსანიშნავია, რომ ჩეჩნეთის ,,ფე-ეს-ბეს,, ცენტრალური სამმართველო, ერთადერთი სტრუქტურაა ავტონომიურ რესპუბლიკაში, რომელსაც კადიროვის კლანი ვერ აკონტროლებს.

banner
წინა სტატიაშიIRI: საქართველოში წინასაარჩევნო გარემო მშვიდი და წყნარია
შემდეგი სტატიაპოროშენკომ სააკაშვილს ოდესაში ,,დუნაის ხიდი,, ჩაუტანა