ირანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

პარასკევს, 18 ივნისს ირანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. 59 მილიონზე მეტ ამომრჩეველს შეუძლია მასში მონაწილეობა მიიღოს, რომ ჰასან როუხანის მემკვიდრე აირჩიოს. თავად პრეზიდენტს, რომელიც ორჯერ უკვე არჩეული იყო, უფლება არ ჰქონდა ხელახლა წამოეყენებინა კანდიდატურა.
არჩევნების ერთმნიშვნელოვან ფავორიტად ულტრაკონსერვატორ ებრაჰიმ რაისს მიიჩნევენ, რომელმაც წინა საპრეზიდენტო არჩევნები წააგო. ექსპერტები თვლიან, რომ 60 წლის რაისი თავისი წინამორბედის ზომიერ კურსს გააგრძელებს. საარჩევნო კამპანიისას ის ეკონომიკურ თემებზე ამახვილებდა ყურადღებას და პირობა დადო, რომ ფინანსური კრიზისიდან, რომელიც აშშ-ს სანქციების შემდეგ დაიწყო, მალე იპოვიან გამოსავალს – “დოიჩე ველე” წერს.

გარდა ამისა, წარმატების შანსები აქვს, ასევე ეკონომისტ აბდოლნასერ ხემატის.
წინასწარი მომაცემებით, არჩევნებზე ამომრჩევლების 40% გამოცხადდება.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში დასაქმების პროგრამაში მონაწილეებს ახალ დამსაქმებელთან გადაიყვანენ
შემდეგი სტატიავაჟა მაჭარაშვილმა აფხაზური დროშის გამოფენის გამო შეჯიბრებაში მონაწილეობაზე უარი თქვა