ვაჟა მაჭარაშვილმა აფხაზური დროშის გამოფენის გამო შეჯიბრებაში მონაწილეობაზე უარი თქვა

ქართველმა სპორტსმენმა, ვაჟა მაჭარაშვილმა უარი თქვა კორაი ჯენგიზთან (აცუგბა) თურქეთში მიმდინარე ტურნირში GMC German MMA Championship მონაწილეობაზე ე.წ. აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის დროშის გამოფენის გამო, რაც არ ყოფილა დაანონსებული.

MMA-ს მებრძოლი კორაი ჯენგიზი (აცუგბა) წარმომავლობით აფხაზი, შერეული საბრძოლო ხელოვნების სპორტსმენია. ის 2014 წლიდან კიკბოქსით არის აქტიურად დაკავებული. მონაწილეობს German MMA Championship-სა და Hard Fighting Championship-ში.

სტორტსმენის ოჯახი აფხაზეთიდან არის. მისი მამა აფხაზეთის ММА-ს შერეული საბრძოლო ხელოვნების კავშირის პრეზიდენტი იყო, ასევე, თავისუფალ ბრძოლებში ევროპის ჩემპიონი, საერთაშორისო დონის ოსტატი.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიირანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიამაშველებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 2 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს