ირანის უმაღლესი ლიდერის მრჩეველი კორონავირუსით დაიღუპა

ირანის უმაღლესი ლიდერის მრჩეველთა საბჭოს წევრი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას „ესოშიეითიდ პრესი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მუჰამედ მირმოჰამადი თეირანის საავადმყოფოში დღეს, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ექსპერტების ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი ირანში 5.5.%-ია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება სხვა ქვეყნებში არსებულ მონაცემებს. ამასთან, როგორც ცნობილია ქვეყნიდან საკუთარი დიპლომატების ევაკუაცია დაიწყო დიდმა ბრიტანეთმა. გავრცელებული ცნობებით, ირანიდან საკუთარი მოქალაქეების გაყვანას სხვა ქვეყნების გეგმავენ.

ოფიციალური ცნობებით, ირანში კორონავირუსით 1000-მდე ადამიანია ინფიცირებული, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა.

banner
წინა სტატიაშიჩუგოშვილი: ერთხელ უკვე ძალიან მძიმედ მომატყუა ჩემივე გუნდმა, აღარ მაქვს ნდობა
შემდეგი სტატიაპოლიციამ თბილისში მომხდარი მოპედის ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი