ჩუგოშვილი: ერთხელ უკვე ძალიან მძიმედ მომატყუა ჩემივე გუნდმა, აღარ მაქვს ნდობა

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ის მის ყოფილ თანაგუნდელებს არ ენდობა:

“ამ პარტიებისთვის, რომლებსაც უნდათ შეთანხმება, ერთერთი მთავარი ხელისშემშლელი არის ის, რომ არავინ აღარ ენდობა ხელისუფლების ნათქვამ სიტყვას. უნდობლობაა სრული. შეიძლება, დღეს თქვან, რომ გავიტანთ და ზეგ აღმოჩნდეს, რომ შიდაპარტიული დემოკრატია ისევ აღზევდა და ისევ არ გადის. ეს არ არის გამორიცხული, ასეთი რამ ჩვენ ვნახეთ, გამოვიარეთ ყველამ ერთად და შესაბამისად, ეს უნდობლობა არსებობს და აქვს საფუძველი. მეც არ მაქვს ნდობა, ერთხელ უკვე ძალიან მძიმედ მომატყუა ჩემივე გუნდმა, შესაბამისად, მეც არ მაქვს ნდობა, რომ რაღაცაზე რომც შევთანხმდეთ, ის ბოლომდე გავა”- აცხადებს ჩუგოშვილი.

banner
წინა სტატიაშისოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება დაიწყო
შემდეგი სტატიაირანის უმაღლესი ლიდერის მრჩეველი კორონავირუსით დაიღუპა