ცივი ომის შემდგომი სამყარო დასასრულს მიუახლოვდა – ბლინკენი

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ უკრაინის ომმა “ცივი ომის შემდგომი სამყარო” დაასრულა. მისი განცხადებით, ის, რაც ახლა მსოფლიო ძალებს შორის კონკურენციას განსაზღვრავს, არის ტექნოლოგია:

“ჩვენ გადახრის წერტილში ვართ. ცივი ომის შემდგომი სამყარო დასასრულს მიუახლოვდა და მიმდინარეობს ინტენსიური კონკურენცია იმის თაობაზე, თუ რა მოხდება შემდეგ. და ამ კონკურენციის ცენტრში არის ტექნოლოგია. ტექნოლოგია ბევრ რამეში განაახლებს ჩვენს ეკონომიკას. ის ჩვენი სამხედროების რეფორმირებას მოაწყობს, შეცვლის ადამიანების ცხოვრებას მთელ პლანერაზე”, – თქვა ბლინკენმა.

კითხვაზე პასუხად, რომელიც რუსეთის მიერ ირანული თვითმფრინავების გამოყენებას ეხებოდა, მან თქვა, რომ ეს იყო “გაზრდილი სასოწარკვეთის ნიშანი”.

banner
წინა სტატიაშიირანიდან რუსეთში გაგზავნილი დრონები იმ იარაღს შორისაა, რომელზედაც ემბარგო ვრცელდება – აშშ
შემდეგი სტატიამთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოცხადდა – უკრაინული მედია