“ირაკლი სესიაშვილი თავის შვილს არ უშვებს ჯარში და სხვის შვილებზე როგორ საუბრობს?!” – ირაკლი ოქრუაშვილი

ყველაფერი დალაგებულია ეკლესიაში? რა გარანტია გვაქვს, რომ არ გახდება თავშესაფარი იმ ადამიანების, რომლებსაც არ უნდათ ჯარში წასვლა? – ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის ინიციატივას, რომ ჯარში წასვლის გადავადებას ვერ შეძლებს ვერც ერთი სასულიერო პირი, მართლმადიდებლების გარდა. ოქრუაშვილის თქმით, აღნიშნული კანონპროექტით პრობლემა ვერ მოგვარდება.

„ირაკლი სესიაშვილი პირველ რიგში მაგალითს თვითონვე უნდა იძლეოდეს და თავის შვილს აგზავნიდეს ჯარში. თავის შვილს არ უშვებს ჯარში და სხვის შვილებზე როგორ საუბრობს?! აბსოლუტური ნონსენსია, რომ დისკრიმინაციის ასეთი ფორმა შემოვიღოთ. ყველაფერი დალაგებულია ეკლესიაში? რა გარანტია გვაქვს, რომ არ გახდება თავშესაფარი იმ ადამიანების, რომლებსაც არ უნდათ რომ ჯარში წავიდნენ. ჯარში წასვლა შეზღუდვებით, აკრძალვებით ან რაღაც დიფერენციებით პრობლემას ვერ მოაგვარებს“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

 

წყარო: პალიტრანიუსი 

banner
წინა სტატიაშითბილისში 1 ტონამდე ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს
შემდეგი სტატიაპოლიტიკურად არ მოსწონდათ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა და აკლდათ ნეიტრალიტეტი – წულუკიანი არასამთავრობოებს პროფესიონალიზმს უწუნებს