პოლიტიკურად არ მოსწონდათ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა და აკლდათ ნეიტრალიტეტი – წულუკიანი არასამთავრობოებს პროფესიონალიზმს უწუნებს

მმართველი გუნდის თავდასხმა სამოქალაქო სექტორზე – არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ, იუსტიციის მინისტრი აკრიტიკებს.

განცხადება თეა წულუკიანმა კონფერენციაზე გააკეთა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

თეა წულუკიანმა „2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები“- შესახებ მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოება ქალ საპრეზიდენტო კანდიდატს გენდერული ნიშნით თავდასხმებისგან არ იცავდა.

მისი თქმით, ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საპრეზიდენტო არჩევნებზე აჩვენა, რომ ისინი არ იყვნენ პოლიტიკურად ნეიტრალურები და არ მოსწონდათ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი.

„არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციას მე პირადად მოვუწოდე, როგორც კომისიის თავმჯდომარემ რომ დაეგმოთ და ჩართულიყვნენ კამპანიაში, გენდერული ნიშნით კანდიდატზე თავდასხმის წინააღმდეგ. ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ მიპასუხა, რომ ისინი თავად გადაწყვეტდნენ, ჩართულიყვნენ თუ არა ქალი კანდიდატის წინააღმდეგ გენდერული ნიშნით თავდასხმების აღსაკვეთად კამპანიაში.

რეალურად მე ვთვლი, რომ მათ არაფერი, ან ძალიან ცოტა გააკეთეს იმისთვის, რომ ქალი კანდიდატი გენდერული თავდასხმებისგან დაეცვათ. მე მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ბოიკოტს უცხადებდა, იმიტომ რომ როგორ აკადრეს და მტკიცებულება მოსთხოვეს, უწყებათაშორის კომისიას, მათ არ მოსწონდათ პოლიტიკურად ქალბატონი სალომე და მას არ იცავდნენ ან არასათანადოდ აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესს, შესაბამისად მათ აკლდათ ნეიტრალიტეტი და მათ აკლდათ პროფესიონალიზმი,“-განაცხდა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაში“ირაკლი სესიაშვილი თავის შვილს არ უშვებს ჯარში და სხვის შვილებზე როგორ საუბრობს?!” – ირაკლი ოქრუაშვილი
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვიმა იქნებ საერთოდ ხმა არ ამოიღოს და დადუმდეს – ირაკლი ოქრუაშვილი