თბილისში 1 ტონამდე ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს

თბილისში 1 ტონამდე ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს, რომელიც დაილუქა და განადგურდება, ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტო ხორცის სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებას აგრძელებს.

„თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებში დარღვევები გამოავლინეს. კერძოდ, ორ ბიზნესოპერატორთან – შპს „დადუსა“ და „შპს „ინა“-ში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, შპს „ნიკორადან“ (აღნიშნულ შპს-ს არავითარი კავშირი არ აქვს მაღაზიათა ქსელ „ნიკორასთან“) ამოღებულია 240 კგ-ზე მეტი ვადაგასული ხორცი, შპს „მიროში“ აღმოჩენილია საეჭვო წარმომავლობის ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე.

აღნიშნული ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ კანონმდებლობის შესაბამისად, 1 ტონამდე ხორცი დაილუქა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით განადგურდება.

აგლაძის ქუჩაზე მდებარე ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებში – შპს „ჯი ემ ენ ხორცპროდუქტებსა” და შპს „ახალი ხორცში“ დარღვევები არ დაფიქსირებულა“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ოქრუაშვილი: ბიძინა ივანიშვილი მე-7 წელია აშენებს რახაცას ტალახით
შემდეგი სტატია“ირაკლი სესიაშვილი თავის შვილს არ უშვებს ჯარში და სხვის შვილებზე როგორ საუბრობს?!” – ირაკლი ოქრუაშვილი