ირაკლი ქადაგიშვილი – წარმოდგენილი სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის პროგრამები ზუსტად ასახავს იმ პრობლემების გადაჭრის გზებს, რაც ფერმერებს და ტურიზმის სექტორში ჩაბმულ ადამიანებს აწუხებდათ

წარმოდგენილი სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის პროგრამები ზუსტად ასახავს იმ პრობლემების გადაჭრის გზებს, რაც ფერმერებს და ტურიზმის სექტორში ჩაბმულ ადამიანებს აწუხებდათ, – ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას შედგა უშუალო დიალოგი სასტუმროს, მცირე მარნების მფლობელებთან და ანტიკრიზისული პროგრამის გარდა, ტუროპერატორებმა მოისმინეს ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მთავრობის მიერ მიღებული ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ნიშანდობლივია, რომ პრემიერ-მინისტრი ჩამოვიდა კახეთში, იმიტომ, რომ ეკონომიკის ეს ორი დარგი კახეთისთვის წამყვანი დარგებია. ჩვენ დავათვალიერეთ სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორი, მებაღჩეობა, მეხილეობა, მევენახეობა. ყველა ამ სექტორში დასაქმებულ ფერმერს კონკრეტული პრაქტიკული დახმარება აქვს სახელმწიფოსგან, იმ პროგრამის საშუალებით, რომელიც სოფლის მეურნეობის ხელშეწყობით იქნა გამოცხადებული. ეს რა თქმა უნდა, აისახება თითოეულ ფერმერზე. ასევე ახალი და ძალიან მზარდი მიმართულებაა ტურიზმის სფერო. დღეს შეხვედრა შედგა ტურიზმის დარგის წარმომადგენლებთან. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, რადგან, ანტიკრიზისული პროგრამის პრეზენტაციის გარდა, შედგა უშუალო დიალოგი სასტუმროს, მცირე მარნების მფლობელებთან, ასევე ტუროპერატორებს მიეცათ კითხვების დასმის შესაძლებლობა და მათ მიიღეს პასუხები. წარმოდგენილი სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის პროგრამები ზუსტად ასახავს იმ პრობლემების გადაჭრის გზებს, რაც ფერმერებს და ტურიზმის სექტორში ჩაბმულ ადამიანებს აწუხებდათ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა

banner
წინა სტატიაშიდავით სონღულაშვილი – ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერის უშუალო შეხვედრა ყველა იმ მონაწილე მხარესთან, რომელიც ჩართულია სოფლის მეურნეობასა და ტურიზმის სფეროში
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ამ მარწყვის პლანტაციის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს ქვეყანაში მცირე ინვესტიციითაც კი შესაძლებელია