გიორგი გახარია – ამ მარწყვის პლანტაციის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს ქვეყანაში მცირე ინვესტიციითაც კი შესაძლებელია

ამ მარწყვის პლანტაციის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს ქვეყანაში მცირე ინვესტიციითაც კი შესაძლებელია, ძალიან მომგებიანი აგროწარმოების წამოწყება და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გურჯაანში განაცხადა, სადაც მარწყვის მცირე პლანტაცია დაათვალიერა.

ნახევარ ჰექტარზე გაშენებული პლანტაცია, რომელიც 5 ათასი ლარის ინვესტიციით შეიქმნა, 1 800 კგ-მდე მოსავალს იძლევა, რომლის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მსგავსი წამოწყებებით შესაძლებელია ხარისხიანი ადგილობრივი წარმოების სურსათით ბაზრის მომარაგება და ამისთვის საჭიროა, მაქსიმალურად ბევრი ადამიანი დაინტერესდეს და ჩაერთოს სოფლის მეურნეობაში.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქვეყნის სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში, ძალიან დიდი როლი აქვს მცირე მეწარმეობის განვითარებასაც, რაშიც ფერმერებსა და გლეხებს სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში დაუდგება.

გიორგი გახარია გურჯაანში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ, ლევან დავითაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ქადაგიშვილი – წარმოდგენილი სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის პროგრამები ზუსტად ასახავს იმ პრობლემების გადაჭრის გზებს, რაც ფერმერებს და ტურიზმის სექტორში ჩაბმულ ადამიანებს აწუხებდათ
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – პროპორციული საარჩევნო სისტემა არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური რეალობის და პოლიტიკური სივრცის შემდგომი რეფორმირებისა და დემოკრატიზაციისთვის აუცილებელი მომენტი