დავით სონღულაშვილი – ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერის უშუალო შეხვედრა ყველა იმ მონაწილე მხარესთან, რომელიც ჩართულია სოფლის მეურნეობასა და ტურიზმის სფეროში

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 19, 2020 17:09

დავით სონღულაშვილი – ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერის უშუალო შეხვედრა ყველა იმ მონაწილე მხარესთან, რომელიც ჩართულია სოფლის მეურნეობასა და ტურიზმის სფეროში

ტურიზმზე არის მიბმული სოფლის მეურნეობა დიდწილად და ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს პრემიერის უშუალო შეხვედრა ყველა იმ მონაწილე მხარესთან, რომელიც ჩართული არის სოფლის მეურნეობაში, აგრეთვე ტურიზმის სფეროში და მათთვის წარდგენა ყველა იმ მხარდაჭერის, რომელსაც სახელმწიფო გამოხატავს სექტორულად, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა დავით სონღულაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარეობს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია მოსახლეობისთვის.
„პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა, როგორც სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ასევე ტურისტული ობიექტები. პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საზოგადოება გავამხნევოთ დღევანდელ მოცემულობაში, როდესაც ტურიზმი ყველაზე მეტად დაზარალდა კოვიდ 19-ის პანდემიის შედეგად.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პანდემია დასრულებული არ არის და უნდა მოვუფრთხილდეთ ყველაფერს, გავითვალისწინოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ჩვენი ჯანდაცვის ორგანიზაციები მოგვიწოდებენ, რათა დროულად შევძლოთ იმ ძალიან დიდი სარგებლის უკვე მონეტარულად გარდასახვა, რომლითაც დღეს ვსარგებლობთ. ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს საქართველო არის ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში და ეს უნდა გამოვიყენოთ დადებითად ტურიზმთან მიმართები და უნდა ავსახოთ ამის მონეტარიზაცია, რადგან ისარგებლოს თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ, ამ პანდემიის შედეგად ბრძოლით მიღებული სარგებლით, რომელიც დღეს გაგვაჩნია და იმ უპირატესობებით, რომელიც მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით გვაქვს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 19, 2020 17:09

Google სტატისტიკა


9,124
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics