ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში რევოლუციურ სცენარს არ გამორიცხავს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 5, 2018 01:07

ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში რევოლუციურ სცენარს არ გამორიცხავს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში რევოლუციურ სცენარს არ გამორიცხავს და გაერთიანებული ოპოზიციის 16 დეკემბრისთვის დაგეგმილი აქციის განვითარებასთან დაკავშირებით „მკაფიო შავ წერტილსა“ და „ფერმკრთალ წერტილზე“ საუბრობს.

არის შესახებ ოქრუაშვილმა „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

„16 დეკემბერი ეს არის გრიგოლ ვაშაძის მართული პროცესი, გაერთიანებული ოპოზიციის მართული პროცესი, გრიგოლ ვაშაძემ ამ პროცესს უნდა დაუსვას წერტილი – ან ძალიან მკაფიო შავი წერტილი, ან ფერმკრთალი წერილი. ძალიან მკაფიო შავი წერტილი ჩემი აზრით არის ორი რამ – ან ხელისუფლებას, უკეთეს შემთხვევაში, ვათმობინებთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და გრიგოლ ვაშაძემ ეს უნდა შეძლოს რამენაირად, ხალხის მხარდაჭერით, ან, უარეს შემთხვევაში, ვერ მოხდება სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება. ფერმკრთალი წერტილი არის ერთი რამე, ივანიშვილს ხახვივით შერჩება სალომე ზურაბიშვილის კარტოფილით გაპრეზიდენტება.

დავუბრუნდეთ ისევ ორივე ვარიანტს მძიმე წერტილისა – ძალიან ბევრი ხელისუფლება შემჯდარა ვირზე ამ ქვეყანაში, გაჯიუტებულა, არ ჩამოსულა ვირიდან და ძალიან ცუდად დაუმთავრებია.

ხელისუფლებას, მოდით ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილს თუ არ აღმოაჩნდება კეთილგონიერება და გარკვეული ხასიათის დათმობებზე არ წავა, მან შეაგდო სასწორზე – ან ყველაფერი, ან არაფერი, ძალიან ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი. მაშინ, ადრე თუ გვიან, ზამბარასავით, რომელსაც ზემოდან თუ დააწვები, ქვემოდანაც მატულობს წინააღმდეგობის ძალა, მისთვის ძალიან ცუდად გასკდება ეს ყველაფერი.

მეორე – სალომე ზურაბიშვილისთვის გაპრეზიდენტებაში ხელის შეშლა – ეს არის მათი გადასაწყვეტი, თუ ექნებათ ამაზე სცენარი, პირდაპირ ვთქვათ, არ მაქვს არაფერი საკეკლუცო და სათაკილო, რომ სიტყვა რევოლუცია ვიხმარო“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 5, 2018 01:07

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


16,681
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics