დავით ბერძენიშვილი: პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნა აერთიანებს სრულიად ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს

პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნა აერთიანებს სრულიად ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს, არასამთავრობო სექტორს – მთელს დემოკრატიულ რესურსს ქვეყანაში.

ხელისუფლებამაც დაადასტურა, რომ ეს სისტემაა პრიორიტეტული მათთვისაც, ოღონდ არ მიაჩნია ქვეყანა მზად ამისთვის 2024 წლამდე.

რესპუბლიკელები კი დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეები ყველა ხელისუფლებაზე პროგრესულები არიან, ისინი არიან სწორედ პროპორციული არჩევნების მთავარი მომთხოვნები.

ხელისუფლების დეპუტატთა აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება ორ სესიაზე მის მიღებას. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი მომდევნო( მორიგი ან ვადამდელი) არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარება. სწორედ ეს მოთხოვნა მიგვაჩნია რესპუბლიკელებს პრიორიტეტულ მოთხოვნად მრავალი წელია.

ამასთანავე, ჩვენ მხარს ვუჭერთ გრიგოლ ვაშაძის სხვა ინიციატივებსაც საარჩევნო თემატიკასთან ( საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების ცვლილების შეთავაზება და ა.შ.) დაკავშირებით-წერს “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი.

banner
წინა სტატიაშიმომავალ წელს ჰუმანიტარული დახმარება 94 მილიონ ადამიანს დასჭირდება
შემდეგი სტატიაირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში რევოლუციურ სცენარს არ გამორიცხავს