ირაკლი ოქრუაშვილი და გუბაზ სანიკიძე ერთიანდებიან

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დაანონსებულ პარტიას ქმნის. როგორც “თაიმერისთვის ” გახდა ცნობილი, პრეზენტაცია 11 ივნისს 15 საათზე “შერატონში” გაიმართება.
ოქრუაშვილის პარტიის სახელწოდება და შემადგენლობა ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა “თაიმერისთვის” გახდა ცნობილი, რომ გუბაზ სანიკიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის გუნდში მთავარი ფიგურა იქნება. ოქრუაშვილი არც პარტიის თავმჯდომარის პოსტზე აცხადებს პრეტენზიას. როგორც ამბობენ, პოლიტიკური  სიურპრიზები 11 ივნისს  ნამდვილად იქნება.

 

 

ავტორი: ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშირუსული და შეერთებული შტატების სამხედრო გემები თითქმის ერთმანეთს დაეჯახნენ
შემდეგი სტატია“რეალმა” “ჩელსის” ლიდერი იყიდა