“რეალმა” “ჩელსის” ლიდერი იყიდა

მადრიდის “რეალმა” ბელგიის ნახევარმცველის ედენ აზარის შეძენის შესახებ განაცხადა – კლუბის გვერდზე დაიდო. 28 წლის ფეხბურთელმა 2024 წლამდე გააფორმა კონტრაქტი. კონტრაქტის ღირებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. აზარი “რეალში” ლონდონის “ჩელსიდან” მიდის. მიმდინარე სეზონზე, ინგლისის პრემიერ-ლიგაში მან 37 მატჩი ითამაშა, გაიტანა 16 გოლი და გააკეთა 15 საგოლე გადაწოდება. ფეხბურთელი “ჩელსიში” 2012 წლიდან თამაშობდა.

აზარი ბელგიის ნაკრების კაპიტანია. ეროვნულ გუნდში მის აქტივშია 100 თამაში და 30 გოლი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ოქრუაშვილი და გუბაზ სანიკიძე ერთიანდებიან
შემდეგი სტატიაჭუბერში წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ნაპირსამაგრის აღდგენითი სამუშოები დილიდან განახლდა