ირაკლი კობახიძის პარლამენტში გამოსვლას პრემიერი, მინისტრები და თბილისის მერი დაესწრებიან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის პარლამენტში გამოსვლას დღეს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები და თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრებიან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარადგენს.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიში პარლამენტის მიერ გაწეულ საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობას, საგარეო მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოს, ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებს დაეთმობა.

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტი საგაზაფხულო სესიას დღეს გახსნის და საქმიანობას სრულად თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში დაიწყებს.

banner
წინა სტატიაში„ფრიდომ ჰაუსის“ 2019 წლის რეიტინგში საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა
შემდეგი სტატიასაპატრულო პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო