საპატრულო პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის
ბრალდებით, წარსულში ოჯახური და ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი,
1974 წელს დაბადებული მ.ტ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე
ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში,
გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. პოლიციამ მისი მართვის ქვეშ არსებული
ავტომობილიდან, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 8 ვაზნა
ნივთმტკიცებად ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე
მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძის პარლამენტში გამოსვლას პრემიერი, მინისტრები და თბილისის მერი დაესწრებიან
შემდეგი სტატიამაჩალიკაშვილის საქმეზე უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დარღვეულა – სასამართლო