ირაკლი კობახიძის მოსატყუებელი კბილები ამოცლილი გვაქვს – დოლიძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმები და წესი – ირაკლი კობახიძის კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა გუშინ პირველი მოსმენით მიიღო, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აკრიტიკებს. დოლიძე ამბობს, რომ მას კობახიძის არ სჯერა, როდესაც ამბობს, რომ კანონის მიღება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ მოხდება.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის დასკვნა არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე არ გაითვალისწინა.

„ირაკლი კობახიძის მოსატყუებელი კბილები ამოცლილი გვაქვს. ბოლო მომენტში თვალსა და ხელშუა დაარღვიეს პირობა ვენეციის კომისიასთან, რომელზეც ნათქვამი ჰქონდათ- რასაც ვენეციის კომისია იტყვის, რომ არ ვარგა, არ შევასრულებთო. ვენეციის კომისიამ თქვა, რომ გადადით პროპორციულ არჩევნებზეო და ამის მიუხედავად, ბოლო მომენტში, მდინარაძე და კობახიძე გამოვიდნენ დასჯილი ბავშვებივით და თქვეს, რომ ჩვენივე გუნდში არ გვქონდა შეთანხმებაო. ამ უპასუხისმგებლობის მერე როგორ შეიძლება ვენეციის კომისიაზე მათი მხრიდან აპელირება?!”, -განაცხადა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშისხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატია“თქვენი უღირსობით ერთი საფრთხობელა მათხოჯი ხარ”-მაჩალიკაშვილი წულუკიანს პასუხობს