ფონიჭალაში 28-ე, 30-ე და 31-ე საარჩევნო უბნებთან ამ დროისთვის მძიმე ვითარებაა.
ადგილზე სპორტული აღნაგობის მამაკაცები იმყოფებიან. ინფორმაციას ,,რუსეთავი2″ ავრცელებს. მათივე ცნობით, ცოტა ხნის წინ აღნიშნულ ადგილზე მცირე ინციდენტი ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს შორის მოხდა, თუმცა კონფლიქტი მალევე განიმუხტა და ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა.