ირაკლი კობახიძე კონგრესმენ ჰალ როჯერსს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში შეხვედრებს მართავს.
ასიგნებების კომიტეტის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და დაკავშირებული პროგრამების ქვეკომიტეტის თავმჯდომარესთან, ჰალ როჯერსთან გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობისა და თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონგრესმენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა და პარლამენტის დღის წესრიგი გააცნო. საუბარი შეეხო ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და რეგიონში არსებულ ვითარებას.
ჰალ როჯერსის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს უპირობო მხარდაჭერას.

banner
წინა სტატიაში“ვერაფერი მონახეს და ვერც მონახავენ” – პაატა ბურჭულაძე საქართველოში დაბრუნდა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის პოლიტიკურ ლიდერს შეხვდა