ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის პოლიტიკურ ლიდერს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს.
ირაკლი კობახიძე დღეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის პოლიტიკურ ლიდერს, სტივ სკალიზს შეხვდა.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობასა და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. სტივ სკალიზის განცხადებით, ამერიკა აგრძელებს საქართველოს, როგორც განსაკუთრებული მეგობრისა და მოკავშირის ურყევ ფინანსურ მხარდაჭერას.
საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები იყო. მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესისა და ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრეს. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის პოლიტიკურმა ლიდერმა ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის პოლიტიკურმა ლიდერმა ირაკლი კობახიძეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაუდასტურა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე კონგრესმენ ჰალ როჯერსს შეხვდა
შემდეგი სტატიადღეს საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა გაიმართება