“ვერაფერი მონახეს და ვერც მონახავენ” – პაატა ბურჭულაძე საქართველოში დაბრუნდა

პაატა ბურჭულაძე წუხელ საქართველოში დაბრუნდა. საოპერო მომღერალი ფონდ „იავნანასთან“ დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს სასაცილოს უწოდებს და მზადაა, გამოძიების ყველა შეკითხვას უპასუხოს. კითხვაზე, რამდენად შეიძლება გამოძიების დაწყება წარსულში მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდეს, პაატა ბურჭულაძის თქმით, „რა თქმა უნდა, უკავშირდება და მარტო ამას არა, სხვა რამეებსაც“.
„უნდა მორჩეს ეს უმსგავსობა, რაც ხდება საქართველოში. მე მზად ვარ, ვუპასუხო ყველა შეკითხვას და მეც მაქვს შეკითხვები პროკურატურასთან. რა დანაშაული უნდა იყოს?! სიკეთის მეტი რა გაუკეთებია მაგ ფონდს? სასაცილოა. ხუთი თვე არის უკვე პროკურატურას საბუთები აქვთ ჩვენი წაღებული და ვერაფერი მონახეს და ვერც მონახავენ. მე ძალიან გული მწყდება, რომ პროკურატურა ჩაითრიეს ამ საქმეში“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ „რუსთავი2“-თან საუბრისას.
ბურჭულაძეს სავარაუდოდ, 9 თებერვალს დაკითხავენ.

banner
წინა სტატიაში“ციანიდის საქმე”- სააპელაციო სასამართლომ შესაძლოა დღეს განაჩენი გამოაცხადოს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე კონგრესმენ ჰალ როჯერსს შეხვდა