ირაკლი კობახიძე : არასწორი იქნება ჩემი მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის დახასიათება

არასწორი იქნება ჩემი მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის დახასიათება, -ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შესახებ ჟურნალისტის შეკითხვას.როგორც კობახიძემ ,,რუსთავი2“- ის ეთერსი განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ირჩევს სასამართლო და ამაში ხელისუფლება არ ერევა, ხოლო გარკვეული ორგანიზაციბის შეფასება, რომ ზაზა თავაძის არჩევის შემთხვევაში ხელისუფლებას გავლენა ექნება სასამართლოზე კობახიძე არ ეთანხმება.

,,დაასახელონ მაშინ ამ ადამიანებმა ვისი არჩევის შემთხვევაში წავიდოდა პროცესები საწინააღმდეგო მიმართულებით. ჩვენ არ ვერვით სასამართლოს საქმიანობაში. ჩვენ ვითანამშრომლეთ ამ ორგანოსთან და თავმჯდომარესთან ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში“ -განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიამირან სალუქვაძე: დასრულდა ბერლინის სამიტი მნიშვნელოვანი შედეგების გარეშე
შემდეგი სტატიაზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 3 წლისა და 7 თვის ვადით იქნება