ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 3 წლისა და 7 თვის ვადით იქნება

ზაზა თავაძე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 3 წლისა და 7 თვის განმავლობაში იქნება.

როგორც წესი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 5-წლიანი ვადით ირჩევა, თუმცა ზაზა თავაძეს უფლებამოსილება 2020 წლის ივნისის თვეში შეუწყდება, რადგან სწორედ ამ დროს სრულდება კანონით დადგენილი მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა.

ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი 2010 წლის ივნისში გახდა. კანონმდებლობის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი 10 წლის ვადით ირჩევა. თავაძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების გასვლამდე 3 წელი და 7 თვე აქვს დარჩენილი და სწორედ ამ დროით იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეც.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე : არასწორი იქნება ჩემი მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის დახასიათება
შემდეგი სტატიაზაზა თავაძე : ჩვენს მიერ მიღებული თითოეული გადაწყვეტილება იქნება ლაკმუსის ქაღალდი სასამართლოს დამოუკიდებლობის