კალაძე: ნარჩენების გასატანად მანქანები ღამის 22:00 საათიდან ივლიან

თბილისის მერი კახა კლაძე დასუფთავების მანქანების ღამის საათებში მუშაობასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს და ამბობს, რომ მანქანების ღამის საათებში გადაადგილება საცობების განტვირთვას შეუწყობს ხელს. კალაძემ ამ საკითხში მოსახლეობის თანადგომის იმედიც გამოთქვა.

“საცობებთან დაკავშირებით არსებობს პრობლემა – განსაკუთრებით, როცა დღის განმავლობაში გადაადგილდება ნაგვის მანქანები გარკვეულწილად, ქმნიან დაბრკოლებას და იქმნება საცობები. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ საპილოტე პროგრამა, ავირჩიოთ კონკრეტული რაიონი, კონკრეტული ქუჩები, ცენტრალურ ქუჩებს ვგულისხმობ და ვნახოთ შედეგი. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია საზოგადოების თანადგომაც, რადგან თუ ვსაუბრობთ, რომ ნაგვის გატანა უნდა მოხდეს ღამის საათებში, 22:00-დან 24:00 საათამდე, შესაბამისად, მოსახლეობის მხრიდან ნაგვის გატანა უნდა მოხდეს საღამოს საათებში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ხმალაძე : მოვუწოდებთ მერიის სტრუქტურაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, ბოროტად ნუ გამოიყენებენ დაკავებულ თანამდებობებს
შემდეგი სტატიაკვირიკაშვილი სააკაშვილის ექსტრადირებაზე: ასეთი თემები პოლიტიკურ დონეზე არ იხილება