ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში თურქეთის ელჩს შეხვდა

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში თურქეთის ელჩს, ფატმა ჯერენ იაზგანს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.

შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე თურქეთს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში ორმხრივ თანამშრომლობასა და ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაბრეს. საუბარი რეგიონში უსაფრთხოებას და ერთობლივ სამხედრო წვრთნებს შეეხო.

ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში თურქული მხარის ჩართულობაზე და სამხედრო განათლების მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება საერთაშორისო ოპერაციებში ქართველი და თურქი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობის საკითხებზეც გამახვილდა.

banner
წინა სტატიაშიიმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ჭიათურელ მაღაროელებს პროფესიული დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა
შემდეგი სტატიავაგზლის ბაზრობაზე სათამაშოების საწყობი იწვის