ვაგზლის ბაზრობაზე სათამაშოების საწყობი იწვის

თბილისში, ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია. ცაბაძის 8 ნომერიში ცეცხლი სავარაუდოდ სავაჭრო ცენტრის ე.წ. სათამაშოების საწყობში გაჩნდა. ბოლო მონაცემებით, ღია ცეცხლი 200 კვ.მ ფართობზეა გავრცელებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 12 სახანძრო ბრიგადა მუშაობს, მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.

ადგილზე მყოფი მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ხანძარი სავარაუდოდ ელექტროენერგიის მოკლე ჩართვამ გამოიწვია, თუმცა ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. სავაჭრო ცენტრის ტერიტორია პოლიციას ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრულლი. ცეცხლის კერის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა.

სამაშველო სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლები მოვაჭრეების და შენობაში მყოფი პირების ევაკუაციას ახორციელებენ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში თურქეთის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიაშსს ადვოკატ ნაირა ოტიაშვილისა და კიდევ ორი პირის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს