იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ჭიათურელ მაღაროელებს პროფესიული დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, დეპუტატმა სულხან მახათაძემ, ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ და „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებმა, მაღაროელებს პროფესიული დღე მიულოცეს და სპეციალური საჩუქრები გადასცეს.

17 წარმატებული მაღაროელი მაღაროელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში დაჯილდოვდა, რომელიც ჭიათურაში, “ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივითა და დაფინანსებით გაიმართა.

საზეიმო აქტივობები ქალაქში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპეციალურად მაღაროელების შვილებისთვის გასართობ ზონაში საბავშვო ღონისძიებები მოეწყო. მათ შორის: ანიმატორების სკეტჩები, ქიმიური და ცეცხლოვანი შოუ, ასევე ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის მოწყობილ ფოტო-კუთხეში სამახსოვრო სურათები გადაეღოთ ანიმატორებთან ერთად და სხვადასხვა გათამაშებებშიც მიეღოთ მონაწილეობა.

მაღაროელების დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ ჭიათურელი მსმენელის წინაშე ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლი და ცნობილი ქართველი მომღერლები: ქეთი გაბისიანი, აჩიკო ნიჟარაძე და ანსამბლი „ფორტე“ წარდგნენ.

მაღაროელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიება სადღესასწაულო ფოიერვერკით დასრულდა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საელჩო – მსოფლიომ ლეგენდარული კომპოზიტორი, გია ყანჩელი დაკარგა – მისი მუსიკა კვეთდა დროისა და კულტურის საზღვრებს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში თურქეთის ელჩს შეხვდა