დეკემბერში, სავარაუდოდ, “ომიკრონი” აქაც დაფიქსირდება – ივანე ჩხაიძე

“რაც შეიძლება უფრო უნდა გააქტიურდეს ვაქცინაცია” – იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით, “ომიკრონის” შტამი საქართველოში, სავარაუდოდ, დეკემბერში დაფიქსირდება.

“როდესაც ვლაპარაკობთ დაფიქსირდება თუ არა “ომიკრონი” საქართველოში, ალბათ დაფიქსირდება და სავარაუდოდ, ეს იქნება დეკემბრის თვეში. შესაძლებელია უკვე იყოს კიდეც ქვეყანაში. საფრთხეები გამომდინარეობს გავრცელების სისწრაფიდან. “ომიკრონის” წინააღმდეგ ეფექტურია ბუსტერ დოზა”, – თქვა ივანე ჩხაიძემ.

წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდება
შემდეგი სტატიაპარლამენტმა აზარტული თამაშების რეგულირების კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა დაიწყო