ირაკლი ღარიბაშვილი – ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ საქართველო აფასებს სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთან და სხვადასხვა მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების იდეის ერთგულია

ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ საქართველო აფასებს სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთან და სხვადასხვა მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების იდეის ერთგულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას ერთად დგომით შეუძლიათ რეგიონალური გამოწვევების დაძლევა და თანამშრომლობის სტიმულირება რეგიონში საერთაშორისო ინტერესების განსახორციელებლად.

“აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ საქართველო აფასებს სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთან და ერთგულია სხვადასხვა მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების იდეისადმი, მათ შორის ენერგეტიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და უსაფრთხოების სფეროებში. ერთად დგომით შეგვიძლია რეგიონალური გამოწვევების დაძლევა და თანამშრომლობის სტიმულირება რეგიონში საერთაშორისო ინტერესების განსახორციელებლად”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი მთავარი ამოცანა, ჩვენი მთავარი ინტერესი არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება, რაც არის საფუძველი მეტი კეთილდღეობის ჩვენი ხალხებისთვის