ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ ვცხოვრობთ რუსეთის ჯარებთან ერთად ჩვენსავე ტერიტორიაზე, ისინი დგანან თბილისში მდებარე ჩემი ოფისიდან 40 კილომეტრში, საქართველო ძალიან რთულ სიტუაციაშია, მაგრამ ჩვენ ვართ ჩვენი ურყევი გადაწყვეტილების ერთგულნი, გავხდეთ ევროკავშირის და ნატოს წევრი

საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას; ეს არის ჩვენი ხალხის არჩევანი. ჩვენ ეს გზა არ დაგვიწყია რამდენიმე წლის წინ. ეს ყოველთვის იყო ჩვენი ხალხის, ჩვენი წინაპრების ოცნება და სურვილი საუკუნეების წინ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება“ ფარგლებში დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ყველაზე დიდი გამოწვევა მიმდინარე ოკუპაციაა.

„რაც შეეხება გამოწვევებს, ოკუპაცია, მიმდინარე ოკუპაცია, რა თქმა უნდა, წარმოადგენს ყველაზე დიდ გამოწვევას. ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ ვცხოვრობთ რუსეთის ჯარებთან ერთად ჩვენსავე ტერიტორიაზე. ისინი დგანან თბილისში მდებარე ჩემი ოფისიდან 40 კილომეტრში. რა თქმა უნდა, საქართველო დაუცველია. რა თქმა უნდა, საქართველო ძალიან რთულ სიტუაციაშია. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ ჩვენი ფუნდამენტური პრინციპების და ღირებულებების ერთგულნი, ასევე ჩვენი ურყევი გადაწყვეტილების ერთგულნი, გავხდეთ ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიარაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე, ეს მათი ტერიტორიაა – მე არ ვაპირებ მათ ვუთხრა, რა უნდა გააკეთონ და რა არ უნდა გააკეთონ – ბაიდენი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ერთადერთი ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებს, არის ნატო, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებს, მაგრამ ეს არის მეტი მოტივაცია რეფორმების გაგრძელების გზაზე