არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე, ეს მათი ტერიტორიაა – მე არ ვაპირებ მათ ვუთხრა, რა უნდა გააკეთონ და რა არ უნდა გააკეთონ – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ უკრაინის გადასაწყვეტია, დათმობს თუ არა თავისი ტერიტორიის ნაწილს მშვიდობის მისაღწევად და რუსეთის შეჭრის დასასრულებლად.

„თავიდანვე ვთქვი – და ყველა არ დამეთანხმა – არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე. ეს მათი ტერიტორიაა. მე არ ვაპირებ მათ ვუთხრა, რა უნდა გააკეთონ და რა არ უნდა გააკეთონ,”- აღნიშნა ბაიდენმა.

გარდა ამისა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დასძინა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

წინა სტატიაშირუსი ჯარისკაცების მიერ, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტებზე 16 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ ვცხოვრობთ რუსეთის ჯარებთან ერთად ჩვენსავე ტერიტორიაზე, ისინი დგანან თბილისში მდებარე ჩემი ოფისიდან 40 კილომეტრში, საქართველო ძალიან რთულ სიტუაციაშია, მაგრამ ჩვენ ვართ ჩვენი ურყევი გადაწყვეტილების ერთგულნი, გავხდეთ ევროკავშირის და ნატოს წევრი