ირაკლი ღარიბაშვილი – ერთადერთი ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებს, არის ნატო, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებს, მაგრამ ეს არის მეტი მოტივაცია რეფორმების გაგრძელების გზაზე

ერთადერთი ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებს, არის ნატო. დღეს კი ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე, რომელიც სიმბოლურია, თუმცა მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება“ ფარგლებში დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო თავისი არსით ევროპული ქვეყანაა.

„საქართველო, თავისი არსით, არის ევროპული ქვეყანა. და ჩვენ გვაქვს, ასე ვთქვათ, „კონსტიტუცია“, ანუ ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს ჩვენს გენერალურ გეგმას. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვახორციელებთ რეფორმებს, რომლებზეც ავიღეთ პასუხიმგებლობა და ჩვენ ვიცით, როგორ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაცია და ვაქციოთ იგი ნამდვილ ევროპულ სახელმწიფოდ. ასე რომ, 5-10 წელიწადში ჩვენ საკუთარ თავს ვხედავთ ევროპაში, ევროკავშირში. 10 წელი არის ჩვენი ოცნება და სურვილი. სიცხადე უნდა შევიტანოთ ამ მნიშვნელოვან კითხვაში – იძლევა თუ არა კანდიდატის სტატუსი უსაფრთხოების გარანტიას? რა თქმა უნდა, არა და ჩვენს მიზანს აქ არ წარმოადგენს უსაფრთხოების საკითხის განხილვა. ერთადერთი ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებს, არის ნატო. დღეს კი ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე, რომელიც სიმბოლურია, თუმცა მნიშვნელოვანიც. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჩემი პასუხია არა, კანდიდატის სტატუსი არ უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებს საქართველოსთვის, უკრაინისთვის თუ მოლდოვისთვის, მაგრამ ეს არის წახალისება, მეტი მოტივაცია ქვეყნისთვის რეფორმების გაგრძელების გზაზე“, – აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ ვცხოვრობთ რუსეთის ჯარებთან ერთად ჩვენსავე ტერიტორიაზე, ისინი დგანან თბილისში მდებარე ჩემი ოფისიდან 40 კილომეტრში, საქართველო ძალიან რთულ სიტუაციაშია, მაგრამ ჩვენ ვართ ჩვენი ურყევი გადაწყვეტილების ერთგულნი, გავხდეთ ევროკავშირის და ნატოს წევრი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ ვიცით ომის ფასი, შესაბამისად, მშვიდობა და სტაბილურობა წარმოადგენს ჩვენი მთავრობის ყველაზე დიდ მიღწევას და ახლა არის ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი ჩვენს ქვეყანაში