ირაკლი ჩუბინაშვილი განცხადებას ავრცელებს

ირაკლი ჩუბინიშვილი, რომელიც სავარაუდოდ, “ომეგას” საქმეზე გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებში ფიგურირებს, განცხადებას ავრცელებს:

“გუშინ გავრცელებულ აუდიო მონტაჟთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა შემდეგი: ყველას მოეხსენება, რომ 2016-17 წლებში სიგარეტის იმპორტიორების მიერ გაჩაღებულმა დემპინგ კამპანიამ ქართველი თამბაქოს მწარმოებლები გაკოტრების პირას მიიყვანა. შესაბამისად, ორივე წარმოების საქმიანობის (ომეგა და თბილისის თამბაქო) „ომეგა“ ჯგუფის ხელმძღვენელობის ქვეშ გაერთიანებაზე არაერთი საუბარი გვქონდა, განვიხილავდით საერთო სტრუქტურას და ბიზნეს მოდელებს. ამ საუბრებში მონაწილეობდნენ მხოლოდ ორი ბიზნესის წარმომადგენლები და მიზანი მხოლოდ ქართული წარმოების გადარჩენა იყო. ახალ გაერთიანებას თავად ზაზა ოქუაშვილი უნდა ჩადგომოდა სათავეში.

ამ საკითხით მანიპულირება, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით თამაში პოლიტიკური დივიდენდების მიღების ან ვიღაცის მსხვერპლად წარმოჩენის მიზნით სასაცილო და არასერიოზულია.

აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ “ომეგა” ჯგუფი მუდმივად გვთავაზობს სხადასხვა ბიზნესინიციატივებს. სულ უკანასკნელად, ამა წლის 14 სექტემბერს მივიღეთ მსგავსი შეთავაზება. ახლა უკვე ძნელი სათქმელია, მათ საქმის ინტერესი, თუ მდაბიო პროვოკაციების მოწყობის სურვილი ამოძრავებთ.

ლონდონი, 17 სექტემბერი 2018 წელი” ნათქვამია ჩუბინიშვილის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ, რომ მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გამოეთიშოს საპრეზიდენტო არჩევნებს” -უგულავა
შემდეგი სტატიადავით დონდუა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ლამბერტო ზანიერს შეხვდა