“ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ, რომ მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გამოეთიშოს საპრეზიდენტო არჩევნებს” -უგულავა

მნიშვნელობა არ აქვს რას დაუწერენ პიარშიკები. ზურაბიშვილის საპრეზიდენტო სლოგანია – საქართველომ დაიწყო ომი – ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” ერთ ერთი ლიდერი გიგი უგულავა სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ გამოსვლას:

ჯანდაბას თქვენი თავი და ტანიო – ეს არ ეწერა სალომეს სუფლორზე, მაგრამ რაც იგულისხმა ეგაა. მნიშვნელობა არ აქვს რას დაუწერენ პიარშიკები. ზურაბიშვილის საპრეზიდენტო სლოგანია – საქართველომ დაიწყო ომი. რეალურად ასეც ფიქრობს. 2007 წელს საქართველოს დააბრალა ქართული სოფლის წითელუბნის დაბომბვა, იმეორებს რუსულ ნარატივს – მძინარე ცხინვალის დაბომბვაზე. ამ ქალის პრეზიდენტობა არის ნელი მოქმედების ნაღმი საქართველოს სახელმწიფოს ფუნდამენტში ჩადებული. დღეს ის წუწუნებდა – მედიას და ოპოზიციას აკრიტიკებდა. ჯერ სადაა ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ, რომ მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გამოეთიშოს საპრეზიდენტო არჩევნებს. ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი!” წერს უგულავა.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: დეპუტატ ნატო ჩხეიძის მიერ პარტიის დატოვება ფრაქციის დაშლას გამოიწვევს
შემდეგი სტატიაირაკლი ჩუბინაშვილი განცხადებას ავრცელებს