დავით დონდუა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ლამბერტო ზანიერს შეხვდა

2018 წლის 17 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ლამბერტო ზანიერს შეხვდა​.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ეროვნული უმცირესობების უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობასა და ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში მათი ინტეგრაციის საკითხებზე, ასევე ამ კუთხით უმაღლესი კომისრის ოფისის ჩართულობით მიმდინარე პროექტებზე.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ლამბერტო ზანიერის შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. უმაღლესი კომისარი ასევე გამართავს შეხვედრებს საქართველოს სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებთან.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში იგეგმება უმაღლესი კომისრის შესვლა აფხაზეთის რეგიონში, რაც კარგი შესაძლებლობაა პირადად გაეცნოს ადგილზე არსებულ რთულ ვითარებას.

აღსანიშნავია, რომ უმაღლესი კომისრის რანგში ეს ლამბერტო ზანიერის პირველი ვიზიტია საქართველოში. ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისარი საქართველოს 21 სექტემბერს დატოვებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩუბინაშვილი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“ვხედავთ ელიტური კორუფციის ნიშნებს” – ომბუდსმენი