ირაკლი ჩიქოვანი : შეზღუდვების შემსუბუქება არ გავრცელდება იმ მუნიციპალიტეტებზე , სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქება არ გავრცელდება იმ მუნიციპალიტეტებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებზე, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმია დაწესებული.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ განუმარტა მოსახლეობას, რომ ე.წ. კომენდანტის საათი ძალაშია.

„მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს შეზღუდვების შემსუბუქება არ გავრცელდება იმ მუნიციპალიტეტებზე და ადმინისტრაციულ ერთეულებზე, სადაც ჩვენ გვაქვს დაწესებული მკაცრი საკარანტინო რეჟიმი. გარდა ამისა, ყველა სხვა შეზღუდვა, რომელიც არის ქვეყანაში, განაგრძობს მოქმედებას და მათ შორის ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც გულისხმობს გადადგილების შეზღუდვას ღამის 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ასევე, ჩიქოვანმა ისაუბრა დიდ ქალებში შესვლა-გამოსვლის შეზღუდვის ნაწილში დაშვებულ გამონაკლისზეც.

კერძოდ, 27-28 აპრილს მოქალაქეებს შეეძლებათ, ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილებს დაუბრუნდნენ.

„თქვენ იცით, რომ ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს დიდ ქალაქებში შესვლის და გამოსვლის შეზღუდვა, რაც გულისხმობს თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლისა და გამოსვლის შეზღუდვას, თუმცა ჩვენ დავუშვით გამონაკლისი, დღეს და ხვალ, 27-28 აპრილს ჩვენს თანამოქალაქეებს შეეძლებათ ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის ადგილებზე გადაადგილება, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ოჯახების გაერთიანებას“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი : მოქალაქეებმა შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღიქვან, როგორც „კოვიდ-19“-ზე გამარჯვება
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი : ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმების შემთხვევაში, შეზღუდვების ხელახლა ამოქმედებას არ გამოვრიცხავთ