ირაკლი ჩიქოვანი : მოქალაქეებმა შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღიქვან, როგორც „კოვიდ-19“-ზე გამარჯვება

დღეიდან საქართველოში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკური გახსნის გეგმა ამოქმედდა, – ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჩიქოვანმა განმარტა, რა შეზღუდვები იხსნება დღეიდან და აღნიშნა, რომ ყველა ეს ღონისძიება ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური პროტოკოლისა და შესაბამისი სამინისტროების სპეციალური რეგულაციების მკაცრი დაცვით განხორციელდება.

„დღეს ჩატარადა საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა, სადაც განხილული იქნა ქვეყანაში არსებული ვითარება „კოვიდ 19“-თან ბრძოლის თვალსაზრისით. როგორც მოგეხსენებათ, დღეიდან ქვეყანაში ამოქმედდა დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკური გახსნის გეგმა, რაც გულისხმობს, რომ ჩვენს ქვეყანაში დღესდღეობით დაშვებულია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება და ასევე, შესაძლებელია ტაქსების ოპერირება, ონლაინვაჭრობა, როგორც საბითუმო, ასევე საცალო და ამოქმედდება აგრარული ბაზრები. მინდა, ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ყველა ეს სერვისი და ყველა ამ შეზღუდვის მოხსნა განხორციელდდება ჯანდაცვის სამიინსტროს სპეციალური პროტოკოლისა და შესაბამისი სამინისტროების სპეციალური რეგულაციების მკაცრი დაცვით“, – განაცხადა ირაკლი ჩქიოვანმა.

მისი თქმით, რეკომენდაციების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფექციის გავცრელების თავიდან აცილების თვალსაზრისით.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველამ დავიცვათ მოთხოვნები, რომელიც აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში იხსენება ეკონომიკური შეზღუდვები და გარკვეულწილად მსუბუქდება, ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ ყველა მოთხოვნა, რომელიც გააჩნია ჯანდაცვის სამინისტროსა და შესაბამის უწყებებს“, – აღნიშნა პრემიერის პრესსპიკერმა.

როგორც მან განაცხადა, შეზღუდვების შემსუბუქებმა მოქალაქეებმა არ უნდა აღიქვამ ინფექციაზე გამარჯვებად, არამედ ეს არის შესაძლებლობა და მორიგი ეტაპი.

„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ამ შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღიქვან, როგორც „კოვიდ-19“-ზე გამარჯვება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ეტაპი, ეს არის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ გააზრებულად უნდა გამოვიყენოთ და ყველამ უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცირება, ყველამ უნდა უზრუნველვყოთ მაქსიმალური სიფრთხილე, რათა ჩვენს ქვეყანაში არ გავრცელდეს „კოვიდ-19“, – განაცხადა პრემიერის პრესსპიკერმა.

banner
წინა სტატიაშიხმაური იყო ე.წ. დეზერტირების ბაზრობასთან
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი : შეზღუდვების შემსუბუქება არ გავრცელდება იმ მუნიციპალიტეტებზე , სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს