ირაკლი ჩიქოვანი : ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმების შემთხვევაში, შეზღუდვების ხელახლა ამოქმედებას არ გამოვრიცხავთ

admin
ავტ.: admin აპრილი 27, 2020 13:37

ირაკლი ჩიქოვანი : ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმების შემთხვევაში, შეზღუდვების ხელახლა ამოქმედებას არ გამოვრიცხავთ

საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი გეგმა თანმიმდევრული იყო და მას რამდენიმე ეტაპი აქვს, – ამის შესახებ პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკის გახსნის ეტაპებს შორის გარკვეული პერიოდის დაცვა აუცილებელია.

ამასთან, ირაკლი ჩიქოვანმა არ გამორიცხა, რომ ვითარების შეცვლისა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დამძიმების შემთხვევაში, შეზღუდვები ხელახლა დაწესდეს.

„გარკვეული პერიოდი გვაქვს დასაცავი ეტაპებს შორის, თუმცა ხაზგასმით იყო ნათქვამი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, შესაძლებელია, ჩვენ მოგვიწიოს ამ გეგმის, როგორც დაჩქარებით მიღება, ასევე არ გამოვრიცხავთ, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება დამძიმდა ჩვენს ქვეყანაში, ხელახლა ავამოქმედოთ შეზღუდვები და ხელახლა მოგვიწიოს შეზღუდვების დაწესება მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მან მოუწოდა მოქალაქეებს, ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინონ.

„მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს თანამოქალაქეებს, გაითვალისწინონ ყველა რეკომენდაცია, რომელიც არსებობს დღეს ქვეყანაში და მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს და საკუთარ წრეს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

admin
ავტ.: admin აპრილი 27, 2020 13:37

Google სტატისტიკა


8,382
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics