ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენ არ გვაქვს პანიკის საფუძველი

ჩვენ არ გვაქვს პანიკის საფუძველი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ვიყოთ ფრთხილად, არ ვიყოთ მობილიზებული, არ გავითვალისწინოთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან მოწოდებული რეკომენდაციები, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, აუცილებელია, შესრულდეს ყველა რეკომენდაცია.

„მკაცრად, დავიცვათ სოციალური დისტანცირება, რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ ჩვენს ექიმებს და გვქონდეს საუკეთესო გამოსავალი. ეს პროგნოზი ეფუძნება იმ ფაქტს, რომ როგორც იცით, 2 თასამდე ჩვენი მოქალაქე, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა სხვადასხვა სარისკო ქვეყანაში და რისკი ევროპაში მომატებულია საგანგაშოდ, იმყოფებიან საკარანტინე ზონებში და თვითიზოლაციაში. შესაბამისად, მომდევნო ორი კვირის მანძილზე ჩვენ ამ მოქალქეებში ველოდებით რიცხვის ზრდას. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რათა ჩვენ ვაცხადებთ კიდევ უფრო გამკაცრებულ მზაობას და ვემზადებით შემდეგი პაციენტების მიღებისთვის, რისთვისაც გვინდა ვიყოთ მობილიზებული და სრულიად იყოს ინფორმირებული როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე ჩვენი კერძო სექტორი, რათა შემდგომში დამდგარი ფაქტის შემთხვევაში არ გვქონდეს გარკვეული გადაცდომები და შეფერხებები ვირუსის მართვის პროცესში“, – განაცხადა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი ბოლო პაციენტი წლისთავზე იმყოფებოდა, მასთან ერთად მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაშია
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი – პრემიერის დავალებით, პირბადეებისა და სადეზინფექციო საშუალებების ადგილობრივი წარმოება უკვე დაიწყო