ირაკლი ანთაძე – სოფელ ხურვალეთში ბორდერიზაციის ფაქტი ან სხვა ინციდენტი არ დაფიქსირებულა

region
ავტ.: region მარტი 15, 2019 18:33

ირაკლი ანთაძე – სოფელ ხურვალეთში ბორდერიზაციის ფაქტი ან სხვა ინციდენტი არ დაფიქსირებულა

ირაკლი ანთაძე – სოფელ ხურვალეთში ბორდერიზაციის ფაქტი ან სხვა ინციდენტი არ დაფიქსირებულა
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში არც ბორდერიზაციის ფაქტი ან სხვა ინციდენტი არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ანთაძე მოუწოდებს ყველას, საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებით პროვოკაციული განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

მისი თქმით, ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რომლებთანაც მუდმივ კონტაქტზე არიან.

„აღნიშნულ მონაკვეთზე არც ბორდერიზაციის ფაქტი ან სხვა ინციდენტი არ დაფიქსირებულა. როგორც ხედავთ, ადგილზე პატრულირებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მუდმივ კომუნიკაციაში ვართ. მინდა, მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან ან განცხადებისგან, რამაც შეიძლება მოახდინოს სიტუაციის პროვოცირება და საფრთხე შეუქმნას ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.

ამასთან, აღნიშნულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სუს-ის განცხადებით, უწყება არ ადასტურებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროების გადმოსვლა არ დაადასტურა არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ.

region
ავტ.: region მარტი 15, 2019 18:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,536
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics