ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ რუსულ პროპაგანდას ხელისუფლებამ კონტრზომები უნდა დაუპირისპიროს

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა

„თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი, ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ რუსულ პროპაგანდას ხელისუფლებამ კონტრზომები უნდა დაუპირისპიროს. ამის შესახებ ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა , როდესაც უპასუხა კითხვას, რას ფიქრობს ოპოზიციის და არასამთავრობოების ნაწილი მოსაზრებაზე, რომ საქართველოში რუსული არხები აიკრძალოს.

„მე ვთვლი, რომ რუსული პროპაგანდა არის ძალიან მძლავრად და არის ანტიდასავლური როგორც აღმოსავლეთ ევროპაში, ისე საქართველოში. ამას სჭირდება სერიოზული კონტრზომების მიღება ხელისუფლების მხრიდან. მათ შორის ჩვენი კონტრდაზვერვითი სამსახურების მიერ. თუ საიდან მოდის ეს ფული, ან როგორ იხარჯება. რაც შეეხება კულტურულ ურთიერთობებს, ჩვენ ღია უნდა ვიყოთ. ტურისტები ძალიან კარგია, რაც მეტი ტურისტი ჩამოვა რუსეთიდან, მეტ ინფორმაციას წაიღებს რამდენად კარგი და პროგრესული ქვეყანაა საქართველო“, – განაცხადა ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ლავროვთან შეხვედრის საკითხზე გუნდში ვიმსჯელებთ
შემდეგი სტატიაუკვე მივეჩვიეთ ყველა, რომ თამაზ მეჭიაურის განცხადება ეს არის თამაზ მეჭიაურის პოზიცია