კახა კალაძე – ლავროვთან შეხვედრის საკითხზე გუნდში ვიმსჯელებთ

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შესაძლო შეხვედრაზე გუნდში მსჯელობა გაიმართება.
როგორც კალაძემ ჟურნალისტერბს განუცხადა, აღნიშნული შეხვედრისთვის შესაბამისი მომზადებაა საჭირო და ამის შემდეგ იქნება მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება.
”ლავროვთან შეხვედრა ”შეხვედრა-შეხვედრისთვის” არ უნდა იყოს. თუ ეს იქნება რაიმე შედეგის მომტანი, შესაძლოა გაიმართოს. ამაზე გუნდში ვიმსჯელებთ. საჭირო იქნება შესაბამისი მომზადება და შემდეგ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული”, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე არ გამორიცხავს, რომ ”შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში” რუს კოლეგა სერგეი ლავროვს შეხვდეს. შესაბამის განცხადებას მიხეილ ჯანელიძე გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აკეთებს.

banner
წინა სტატიაში,,ზაქარეიშვილს გააჩნია სხვა მოსაზრებები, მიიღოს ჩვეულებრივი ადამიანური გადაწყვეტილება”
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ რუსულ პროპაგანდას ხელისუფლებამ კონტრზომები უნდა დაუპირისპიროს