„ჩვენ ვთვლით, რომ ეს პრინციპულად სწორია,“- ეკონომიკის მინისტრი საბანკო რეგულაციებზე საუბრობს

ეკონომიკის მინისტრმა საბანკო რეგულაციებტან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. გიორგი ქობულიას თქმით, ეს პრინციპულად სწორი გადაწყვეტილებაა, რომელიც დაბალშემოსავლიან მოსახლეობას გაუაზრებელი კრედიტებისგან დაიცავს.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საბანკო რეგულაციების მხრივ მიმართულება აღარ შეიცვლება.

„ჩვენ, როგორც მიმართულებას და ვექტორს არ შევცვლით, იმას, რაც გაკეთებულია და ჩვენ ვთვლით, რომ ეს პრინციპულად სწორია. ეს არის სწორი იმისთვის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის განსაკუთრებით დაბალ შემოსავლიანი შრეები გაუაზრებელი კრედიტისგან, მაგრამ აი, ამ მიმართულებების შიგნით რა თქმა უნდა, ჩვენ გავდივართ კონსულტაციებს რეგულარულად, როგორც კერძო სექტორთან, ასევე ბანკებთან. განვიხილავთ, ასე ვთქვათ, იმ მცირე დარეგულირებების საშუალებებს, რაც მოგვცემს უფრო ოპტიმალურ შედეგს ამ საბანკო რეგულაციების,“- განაცხადა ქობულიამ.

banner
წინა სტატიაში“კანონიერი ქურდი” ტარიელ ონიანი ციხეს მომავალ კვირას დატოვებს
შემდეგი სტატიაირაკლი აბესაძე : ღიმილის მომგვრელია ივანიშვილის არტისტული გამოხტომები, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ახასიათებს