ირაკლი აბესაძე : “ევროპული საქართველო” მხარს უჭერს პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს”

“მოძრაობა თავისუფლებისთის-ევროპული საქართველოს’’ წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ მისი პარტია მხარს უჭერს პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს, რომელიც სახელისუფლებო კრიზისის დროს კონსტიტუციური გარანტის როლს შეასრულებს.
,,ქვეყანაში, სადაც საპარლამენტო უმრავლესობაა და ქვეყნი მთავრობა მხოლოდ ერთი ადამიანის ნება-სურვილის შემსრულებელია, სადაც პარლამენტი ვერ ახერხებს მთავრობის საქმიანობის კონტროლს და მას ფაქტიურად ჩამორთმეული აქვს უფლება დააყენოს არაერთიკური მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხი, რა თქმა უნდა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პირდაპირი წესით არჩეული, მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმაციის პრეზიდენტის არსებობა. პრეზიდენტი რომელიც შესაძლებელია იყოს ერთ-ერთი გარანტი ქვეყნის სწორი განვითარების და სწორი მიმართულებით წაყვანის. სწორედ ეს არის, რაც ხელს უშლის ,,ქართულ ოცნებას’’ სრულად მონოპოლიზაცია მოახდინოს ხელისუფლების ქვეყანაში და სრულად დაუქვემდებაროს სახელისუფლებო ვერტიკალი, სამივე შტო ერთი ადამიანის სურვილს. ეს არის პრინციპულად მიუღებელი ჩვენი პარტიისთვის. ჩვენ პირიქით, მხარს ვუჭერთ პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს, რომლის უფლება-მოსილებებიც მას მისცემს შესაძლებლობას სახელისუფლებო კრიზისის შემთხვევაში, რომელიც არაერთი ვნახეთ ,,ქართული ოცნების’’ მმართველობის დროს, შეასრულოს ქვეყნის ნორმალური განვითარების კონსტიტუციური გარანტის როლი’’- განაცხადა აბესაძემ.

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენი პოლიტიკურად აქტიური პირების ოჯახის წევრების დაკავების ფაქტებს საეჭვოდ მიიჩნევს
შემდეგი სტატია„ოკუპაციის გაღრმავების ფონზე მთავრობის უმოქმედობა მავნებლობაა“- ევროპული საქართველოს განცხადება