ომბუდსმენი პოლიტიკურად აქტიური პირების ოჯახის წევრების დაკავების ფაქტებს საეჭვოდ მიიჩნევს

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, გაზეთ “ქრონიკა პლიუსის” მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის შვილს დავით ხარშილაძეს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება, რაც გამოძიების დაწყების საფუძველს იძლევა.

როგორც ნანუაშვილი განმარტავს, პროკურატურამ უნდა გამოიძიოს – ხარშილაძის დაკავების დროს, ძალის გადამეტება მოხდა თუ არა.

„დაზიანენები, რომელიც ხარშილაძეს სხეულზე აღენიშნება, იმის საფუძველს იძლევა, რომ პროკურატურის მხრიდან გამოძიება ჩატარდეს – დაკავების დროს, ძალის გადატემება მოხდა თუ არა და ეს დაზიანებები რისგან წარმოიშვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეაგირება უნდა მოახდინოს. შსს-ს შესაბამისი რეკომენდაციით გუშინ უკვე მივმართეთ, რომ კონკრეტული პოლიცილეების მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყოს“, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.

ამასთან, უჩა ნანუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის ხატია დეკანოიძის შვილის თორნიკე კოპალეიშვილის დაკავების ფაქტსაც გამოეხმაურა.

როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, საეჭვოა, რომ პოლიტიკურად აქტიური პირების ოჯახის წევრების მიმართ, დროის ასეთ მონაკვეთში მსგავსი ქმედებები ხდება.

“ჩვენ უკვე ამ საქმის მოკვლევას და შესწავლასაც ვიწყებთ იმიტომ, რომ, ცოტა არ იყოს საეჭვოა, რომ პოლიტიკურად აქტიური პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, დროის ასეთ მონაკვეთში ასეთი ქმედებების განხორციელება ხდება“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორის ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს და თბილისის საქალაქო სასამარლთლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ხატია დეკანოიძის შვილს, თორნიკე კოპალეიშვილს, ისიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.

banner
წინა სტატიაში“ევროპული საქართველო” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამით გამოდის
შემდეგი სტატიაირაკლი აბესაძე : “ევროპული საქართველო” მხარს უჭერს პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს”