“იქნება რეგიონში შეხვედრები და მობილიზება კონკრეტული თარიღისთვის და აქციები ყველა ქალაქსა თუ რეგიონში”

რუსთავის ციხეში მესამე პრეზიდენტს ლევან ხაბეიშვილი ხვდება. მან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრამდე აღნიშნა, რომ საუბარი პარტიის მომავალ სამოქმედო გეგმებს შეეხება.

“პარტიის მთავარი გადაწყვეტილება, რომელიც მათ შორის იქნა გუშინ მიღებული პოლიტსაბჭოზე არის ის, რომ იქნება მათ შორის რეგიონში შეხვედრები და მობილიზება კონკრეტული თარიღისთვის, და ამასობაში რა თქმა უნდა, აქციები ყველა ქალაქსა თუ რეგიონში. ამიტომ, რა თქმა უნდა, გვექნება გეგმებთან დაკავშირებით საუბარი, გამოსვლის შემდეგ მე შეიძლება უფრო კონკრეტული ვიყო ამ მიმართულებით, მარტივი მიზეზით, ჩვენ ვემზადებით მასშტაბური სახალხო გამოსვლებისთვის ჩვენ ქვეყანაში რომ მივაღწიოთ, რიგგარეშე ვადამდელ არჩევნებს”, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპროკურორი: სასამართლო გამოიტანს ერთადერთ სამართლიან გადაწყვეტილებას გამამტყუნებელი განაჩენის სახით
შემდეგი სტატიაჯაფარიძე: პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს სამუდამოდ