პროკურორი: სასამართლო გამოიტანს ერთადერთ სამართლიან გადაწყვეტილებას გამამტყუნებელი განაჩენის სახით

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის პროკურორის არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარემ სასამართლო განხილვების პერიოდში წარადგინა არაერთი უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რომლითაც ბრალდებულების ბრალეულობა დასტურდება.

„მტკიცებულებებს შორისაა მოწმეთა ჩვენებები, მათ შორის ბანკის თანმშრომლების ჩვენებები, ასევე ეროვნული ბანკის აუდიტის წარმომადგენლების ჩვენებები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის წარმომადგნელების ჩვენებები, დოკუმენტური მტკიცებულბები. ყოველთვის ცხადად და ნათლად ვამბობთ, რომ ამ შემთხვევაში ზიანი მიადგა ბანკს, ვინაიდან აღნიშნული თანხები თაღლითურად მიისაკუთრა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ავთანდილ წერეთლის მონაწილეობით. ოფიციალურად დაზარალებულად ცნობის დადგენილება რომ არ დევს საქმეში, ეს არის მხოლოდ ფორმალური, პროცედურული საკითხი. დაზარალებული ჰყავს საქმეს, დაზარალებულია ბანკი, ეს მხოლოდ მათი საკუთარი ბანკი არ იყო, ესეც არასწორი ინტერპრეტაცია. ბანკის თანხები თაღლითურად მიისაკუთრეს“, – განაცხადა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება
შემდეგი სტატია“იქნება რეგიონში შეხვედრები და მობილიზება კონკრეტული თარიღისთვის და აქციები ყველა ქალაქსა თუ რეგიონში”