ჯაფარიძე: პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს სამუდამოდ

“ასეთი ტიპის სასამართლო პროცესები აღარ უნდა გაიმართოს ამ ქვეყანაში, ასეთი დევნა უნდა შეწყდეს ერთხელ და სამუდამოდ”, – თქვა პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე პროცესის დასრულების შემდეგ.

“ველოდებით ხვალ მოსამართლის გადაწყვეტილებას. იმდენად ნათელია ყველაფერი, დღეს მე კიდევაც ვთქვი, რომ თუ ვინმე დაზარალდა ფოსრმაჟორული ვითარების გამო, რომელიც შეიქმნა 2008 წელს და რომლის პროგნოზირებაც შეუძლებელი იყო, ვართ ჩვენ. ჩვენ დავკარგეთ ქონების 2/3, მათ შორის, იმ სესხის გამო, რომლის გაფორმებაც მოხდა რუსეთის არმიის შემოჭრის და მსოფლიო გლობალური კრიზისის გამო.

ჩვენ ამ პროცესმა გაგვაძლიერა, გაგვაძლიერა იმ რწმენაში, რომ ასეთი ტიპის სასამართლო პროცესები აღარ უნდა გაიმართოს ამ ქვეყანაში და ასეთი დევნა უნდა შეწყდეს სამუდამოდ, იმისათვის, რომ ქვეყანას გაუჩნდეს მომავალი”, – თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაში“იქნება რეგიონში შეხვედრები და მობილიზება კონკრეტული თარიღისთვის და აქციები ყველა ქალაქსა თუ რეგიონში”
შემდეგი სტატიააზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლთან დაპირისპირება მოხდა